ჩანაწერები ‘Khvicha Mebonia’

მადლიერების კანონი

  „მადლიერების დღეს, ერთ–ერთ ამერიკულ გაზეთში, მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც  ბავშვებს თხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას. სანამ ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებსუღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები. მან იცოდა,  რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს შეცბუნდა, […]

კაცი, რომელიც ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

იყო ერთი უცნაური კაცი. ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა! გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს: – მზეო ამოდი! მზეო ამოდი! და ასე, სანამ მზე არ ამოვიდოდა. – მადლობა მზეო! – იტყოდა ის მაშინ და ბედნიერი სახით შებრუნდებოდა სახლში. ასე გრძელდებოდა ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელ ამ ამბავს შემთხვევით ერთი მისი მეზობელი […]

მოგზაურობა იწყება!

ერთი ჭეშმარიტების მაძიებელი გზაზე გადააწყდა ლოდს, რომელზეც ეწერა: «გადააბრუნე და გაიგებ ახალს.»  მოგზაურმა ბევრი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, გადააბრუნა ლოდი და ნახა წარწერა: «რისთვის ეძებ ახალ ცოდნას, თუ იმასაც არ აქცევ ყურადღებას, რაც უკვე იცი  და საერთოდ რად გინდა ცოდნა, თუ იმას რაც იცი, მოქმედებად არ აქცევ?!»   ძალიან მიყვარს წიგნები. მთელი ცხოვრება ვკითხულობდი. დღისით თუ ღამით, სახლში თუ ქუჩაში, ლამპის შუქზე და მთვარის შუქზეც, ვკითხულობდი მთელი არსებით, ვცხოვრობდი ამ წიგნებში, მიყვარდა, მძულდა, ვეჭვიანობდი და ვიბრძოდი, ვეძებდი ფათერაკებს ჩემს საყვარელ გმირებთან ერთად და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში… და აი  ერთხელ, მორიგი წიგნის წაკითხვის […]