შემთხვევა ავიალაინერში

1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთ–ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, სტიუარდს მოთხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ. ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით

სტიუარდმა  ქალს უთხრა:

– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.  

Read more

ბრძენი ქალაქის კარიბჭესთან

პიროვნული–ზრდა

ერთხელ, ერთი ქალაქის კარიბჭესთან გამოჩნდა მოგზაური, რომელმაც შეკითხვით მიმართა შესასვლეთან მჯდარ მოხუცს: 

Read more

კაცი, რომელიც ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

ისტორიები–იგავები

იყო ერთი უცნაური კაცი. ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს:

– მზეო ამოდი! მზეო ამოდი!

და ასე, სანამ მზე არ ამოვიდოდა.

– მადლობა მზეო! – იტყოდა ის მაშინ და ბედნიერი სახით შებრუნდებოდა სახლში.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელ ამ ამბავს შემთხვევით ერთი მისი მეზობელი არ შეესწრო.

– შენ რა, გაგიჟდი?! – დაუძახა მან. – რას გაჰყვირი დილაუთენია, მაგის გარეშე არ ამოვა მზე თუ რა?!

– არა, არ ამოვა! – უპასუხა კაცმა და სახლში შევიდა.  

Read more

მიდის თუ არა ყველა გზა რომში?

უძველეს დროში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ოცნებობდა რომში მოხვედრაზე, რადგან იცოდა რომ ის იყო დიადი ქალაქი, სადაც იყო უამრავი შესაძლებლობები ადამიანისთვის. იქ შეიძლებოდა ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, გამდიდრება, ოჯახის შექმნა და ბედნიერად ცხოვრება.  

Read more

იგავის ძალა

იგავები–igavebi

ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ბრძენი, რომელიც  ყველაფერზე საუბრობდა იგავებით და გამოცანებით. ერთხელ ის „დააბეზღეს“ ხელმწიფესთან:

– მეფეო, თავი მოგვაბეზრა თავისი “სიბრძნით!” თუ მას აუკრძალავთ იგავებით საუბარს, ნახავთ, რომ  ის ვერ შეძლებს ნორმალურად ერთი აზრის ჩამოყალიბებასაც კი.

 ხელმწიფემ დაიბარა ბრძენი და უთხრა:

რად გინდა ეს გადაკრული საუბრები, ალეგორიები და გამოცანები? არ ჯობია პირდაპირ და გასაგებად უთხრა ადამიანებს სათქმელი?! 

– თქვენო უდიდებულესობავ! – უპასუხა ბრძენმა, – ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, თუ რა არის კატაპულტა  გეკითხებათ: „რა არის ეს?“ თქვენ კი პასუხობთ: „კატაპულტა არის კატაპულტა!“ როგორ ფიქრობთ, გაიგებს რამეს?

– რა თქმა უნდა არა. – უპასუხა ხელმწიფემ.

– მაგრამ, თუ ეტყვით, რომ კატაპულტა რაღაცით წააგავს მშვილდს და ის გაკეთებულია ბამბუკისგან – ეს მისთვის ცოტათი უფრო გასაგები იქნება?

– დიახ! – თქვა ხელმწიფემ.

–ესე იგი, გასაგები რომ  გავხადოთ , ის  რაც ადამიანმა არ იცის – უნდა შევადაროთ იმასთან რაც მან უკვე იცის. ასევეა ჩემი იგავებიც – მათი მეშვეობით მე ადამიანებს ვაწვდი იმ ცოდნას, რომლის პირდაპირ მისაღებადაც მათი გონება ჯერ მზად არ არის.  

Read more