ჩანაწერები ‘თვითგანვითარება’

საკუთარი წარმატების გასაღები

საკონკურსო ნაშრომი N13   რა არის პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება? არის თუ არა ის საჭირო იმისთვის, რომ ადამინმა ცხოვრებაში შეძლოს თავისი თავის რეალიზება? დავიწყოთ იქიდან, რომ პიროვნება, ესაა ადამიანი, რომელიც ხასიათდება გარკვეული თვისებებით. ამ ცნებაში მოიაზრება ისეთი ასპექტები როგორიცაა: ემოცია, მოტივაცია, აზრები, ქცევები. პიროვნება ყალიბდება გარეგან და შინაგან ფაქტორთა ზეგავლენით. პიროვნების განვითარება დამოკიდებულია იმ დროზე, […]

კუ

საკონკურსო ნაშრომი N12   ჭაობისფერთავშესაფრიანი კუ ნელა, სულ ნელა მიიზლაზნება ხავსმოდებულქვიან ბილიკზე და თან ფიქრობს: «რატომ მომცა უფალმა ასეთი ნელი და უმოქმედო ფეხები?  სამყაროს მხოლოდ სულ მცირედი ნაწილით ვახერხებ ტკბობას…არადა რა თვალუწვდენელი მოსჩანს ზეცა, ქუდად რომ გადაუფარებია თვითონაც ვეება ვეშაპივით გაწოლილ მიწას…ვაი..» აღმოხდა სიმწრის კვნესა ჭაობისფერთავშესაფრიან კუს, ერთ ფეხში რაღაც წვეტიანი საგანი შესობია, ვეღარც წინ მიდის […]

მშვიდი ტბა

 საკონკურსო ნაშრომი N11 დასაწყისი მატარებელი დაიძრა… რა გავაკეთო?  ფილმს ვუყურო, წიგნი წავიკითხო, მუსიკას მოვუსმინო, თუ უბრალოდ ხედით დავტკბე? როგორ გავიყვანო დრო? როგორ არ მიყვარს მგზავრობა მარტო. აუ, რა გაძლებს ეს 5 საათი, მოლოდინის შეგრძნებაც როგორ არ მიყვარს, ერთი სული რომ გაქვს ჩახვიდე დანიშნულების ადგილამდე. და უცებ…. გახსენება რამდენიმე თვეა ბევრს ვფქირობ სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად, რისთვის […]

   ზღვარზე

   საკონკურსო ნაშრომი N10                                                             საკუთარ თავთან გამიმართავს დღეს ორთაბრძოლა უფლება არ მაქვს დამარცხებულის ტიტული მერგოს, უნდა დავძლიო მაცდური ფიქრი. დიადი გრძნობა, „არ შეიძლება!“ გულით ვმართო, […]

ნარკოტიკი

 საკონკურსო ნაშრომი N9   – ჩემი ძმა მოკვდააა! უ-შველეეეთ, წამალი მინდააა… მტკივააა… უ-უ-უ-უ  არაბუნებრივი ხმით ბღაოდა ძვალზე გადაკრული ტყავი. ტრუსებისამარა, ახალგაზრდა ბიჭი სავადმყოფოს ეზოში, უკანა შესასვლელთან მიწაზე ეგდო და უაზროდ ბღაოდა და თან თავ-პირში მუშტებს იცემდა. – გადიიით, არ წამიყვანოთ, ააარ დამიჭიროოოთ, მოვკვდეეებიიი! ციხეში არ მინდააა! მიშვეეელეეეე-განაგრძობდა ბღავილს ძვალი და ტყავი. -დედააა! მიშველეეეე! – შებღავლა […]

ჩემი თვალით დანახული სამყარო

საკონკურსო ნაშრომი N8    ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სამყარო სასტიკი და უსამართლოა. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ისინი ცხოვრებაზე გულგატეხილები არიან და ცოტა პესიმისტები, მაგრამ ეს მათთვის ვინც ცხოვრების უღელი არასწორად ატარა, ან არასწორი ნაბიჯები გადადგა.

და კვლავ გზაში ვარ

საკონკურსო ნაშრომი N7   აჰჰ, დავიბადე, და აღვმოჩნდი 21-ე საუკუნის ერთ ერთი რიგითი ტყვე- დროის სრბოლაში დაკარგული. როცა დღე დღეს მისდევს და ხალხი კი კუდამოძუებული მისდევს სხვადასხვა ნივთებით ხელდამშვენებული.

როგორ მასწავლეს შვილებმა ცურვა

საკონკურსო ნაშრომი N6       ალბათ გინახავთ დაბა სიონი. თიანეთის ზურმუხტ მთებს შორის  მოქცეული მდინარე იორის წყალსაცავი- ცისფერი  ბრილიანტი,  ხან  მწვანე და ხანაც შაბიამნისფერი. ზოგჯერ სამივე შეფერილობით. ულამაზესია. პირველად რომ ვნახე თვალს ვერ ვაშორებდი.  გადავწყვიტე შვილები წამომეყვანა. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად( ამაზე სხვა დროს მოგიყვებით)  მაინც მოვახერხეთ სიონში დასვენება თითქმის ერთი თვით. 

ნუ გეშინია ტკივილის

საკონკურსო ნაშრომი N5 ნუ გეშინია ტკივილის საყვარელო … ის ყველაზე საოცარი რამ არის, რაც უფალმა ჩადო ჩვენში … სიცოცხლის დასაცავად… რომელიც სიგნალია… იმისი , რომ რაღაც უნდა შეცვალო ,იმოქმედო …უშველო … ის გაცოცხლებს …ეს სიცოცხლეა … მკვდარ სხეულს აღარაფერი ტკივა … ამას სიცოცხლე განაპირობებს, ტკივილს შეგრძნებას მასში … სიფრთხილედ გამოიყენე ის და არა შიშის საფუძვლად […]

ფიქრები წყენასა და პატიებაზე

 საკონკურსო ნაშრომი N4 ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიარსებებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა გვხდის ბედნიერსა და უბედურს, გვიყალიბებს წარმოდგენებსა და პროგრამებს, რომლებითაც ვცხოვრობთ, გვაძლევს ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და სულიერი განვითარების შესაძლებლობას.