ავტორი

ხვიჩა მებონია — ინტელექტ-ტრენერი და სამოტივაციო სპიკერი;

პიროვნული განვითარების ცენტრ «IGIKAI»-ს დამფუძნებელი;

— 12 საგანმანათლებლო პროექტი (7 ოფლაინ და 5 ონლაინ პროექტი);

— 100 -ზე მეტი ჩატერებული ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, მასტერკლასი პიროვნული განვითარების თემაზე;

— 3 საკუთარი და 5 ნათარგმნი წიგნი.

მოგესალმები ძვირფასო სტუმარო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს პერსონალურ ბლოგზე, რომელიც მთლიანად ადამიანის პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარების საკითხებს ეძღვნება.

ყველა აქ გამოქვეყნებული მასალა, – საავტორო სტატიები თუ თარგმანები, სხვადასხვა სახის ტექსტური, აუდიო და ვიდეო პოსტები – მოემსახურება ერთ მიზანს, რომ მკითხველებმა (და მათ შორის ავტორმაც) გამოიმუშავონ წარმატების კატეგორიებით აზროვნების უნარი, ჩასწვდნენ მიზნის განხორციელების საქმეში პრაქტიკული ქმედებების დაუყოვნებლივ დაწყების მნიშვნელობას, აუცილებლობას და  მიიღონ მოტივაცია, ბიძგი ამ ქმედებების დასაწყებად, რათა შეძლონ თავიანთი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

ხშირად გვესტუმრეთ. აქ ყოველთვის დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და, რაც მთავარია, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია განსჯისა და პრაქტიკული ქმედებებისთვის.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია