შინაგანი ბორკილები – ანუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი თოკით დავაბათ უზარმაზარი სპილო

zoloto

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო, არაჩვეულებრივო მეგობრებო!

მიხარია, რომ კვლავ ჩემი სტუმრები ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენც ჩემსავით ეძებთ. მაძიებელი კი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, რადგან ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ჩვენ  „ოქროს“ ვეძებთ არა მდინარის ფსკერზე, არამედ საკუთარ თავში.

 

თითოეული ჩვენთაგანი იბადება იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი, მდიდარი, ბედნიერი, წარმატებული ადამიანი. ამის კოდი თითოეულ ჩვენთაგანში დაბადებიდანვე დევს, მაგრამ შემდეგ, ჩვენივე უკუღმართი ცხოვრების, ჩვენივე ცრუ სტერეოტიპული აზროვნების შედეგად შექმნილი სოციალური წნეხის ქვეშ მოქცეულები ვკარგავთ ამ კოდის გასაღებს…

ინტერნეტში წავიკითხე ერთი საინტერესო ისტორია…  

მისი ავტორი ყვებოდა, რომ ერთ–ერთ ქვეყანაში მოგზაურობის დროს ნახა, თუ როგორ ყავდათ დაბმული ჩვეულებრივი თოკით სპილო.

მოგზაურმა გაოცებულმა ჰკითხა მომთვინიერებელს:

– კი მაგრამ, რა აზრი აქვს სპილოს ასე დაბმას. მან რომ გაიწიოს, ეს თოკი ხომ ვერ შეაჩერებს?

მომთვინიერებელმა უასუხა:

– დიახ, ვერ შეაჩერებს, მაგრამ სპილომ არ იცის ეს და ამიტომ არ გაიწევა.

„ეს როგორო“ – გაოცდა ისევ ტურისტი.

– როგორ და, როცა პატარა იყო და პირველად დავაბით, გაგიჟდა, მთელი ძალებით ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ასე გადიოდა დღეები უშედეგო მცდელობებში. ბოლოს და ბოლოს ის მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო  თოკისგან თავის დაღწევა და შეეგუა  რეალობას…

ახლა, სპილო გაიზარდა, მაგრამ კვლავაც ჰგონია, რომ თოკის გაწყვეტა შეუძლებელია და ამიტომ როცა მივაბამთ, დგას მორჩილად, სანამ ისევ არ ავხსნით. – აუხსნა მომთვინიერებელმა.

spilo

წარმოგიდგენიათ, ამ უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ძირფესვიანად ხეების მოგლეჯა, ეგონა, რომ ჩვეულებრივი თოკი იჭერდა და არც კი ცდილობდა ნაბიჯის გადადგმას. ის შებოჭილი იყო იმ ცრუ რწმუნებულებით, რომ თოკის გაწყვეტა შეუძლებელია.

ანუ, მას სინამდვილეში თოკი კი არ  იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილები – გადამეტებული წარმოდგენა თოკის შესაძლებლობებზე და არასათანადოდ შეფასება საკუთარი ძალებისა.

რაღაც ამდაგვარი გვჭირს ადამიანებსაც. თითოეულ ჩვენთაგანში დევს უზარმაზარი პოტენციალი, ძალა, ენერგია, ტალანტი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული, მდიდარი, ბედნიერი ადამიანები, მაგრამ არ გვაქვს რეალური წარმოდგენა ჩვენს შესაძლებლობებზე. რადგან შეზღუდული ვართ საკუთარი ცრუ წარმოდგენებით, ცრუ რწმუნებულებებით.

ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ გვინერგავდნენ, რომ წარმატება და ბედნიერება ერთეულების, რჩეულთა ხვედრია, ხოლო მასა კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი…

დიახ, მართალია, მასა მართლაც ტანჯვისთვის არის გაჩენილი, რადგან ის, თავისი ერთგვარი მასობრივი წარმოების ფაბრიკაში «გამოშვებული» მასობრივად მოაზროვნე ნორმალური ადამიანების წყალობით მუდმივად იმყოფება ჭაობის მდგომარეობაში და სწორედ ამ ჭაობიდან თავის დასაღწევად არის საჭირო მასობრივი აზროვნების ჩარჩოებიდან გამოსვლა.

ეს კი შეუძლებელია მარტო კლასიკური განათლებით. ამისთვის საჭიროა გამუდმებული მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის, როგორც პიროვნების განვითარებაზე.

საუკეთესო საშუალება ამისთვის კი არის იმ ადამიანთა გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაცნობა და გამოყენება, რომლებმაც ერთხელ უკვე გაარღვიეს ჩვეულებრიობის ჩარჩოები.  უკვე გაიარეს გზა საკუთარი მცდარი რწმუნებულებების გამო ჩვეულებრივ, უფერულ ყოველდღიურობაში მყოფი ადამიანებიდან, უდიდესი წარმატებების მწვერვალების დამპყრობელ ძლევამოსილ პიროვნებებამდე და ახლა  მზად არიან სიამოვნებით გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება.

ისინი მართავენ სემინარებს, ტრენინგებს, წერენ წიგნებს, ატარებენ პირად კონსულტაციებს, მოკლედ ქმნიან ყველანაირ პირობებს რათა ჩვენს შევძლოთ იმ ბორკილების გარღვევა, რომელშიც ჩვენივე აზროვნების შეზღდულობის გამო აღმოვჩნდით…

პირადად მე ძალიან მიყვარს კითხვა და მთელი ცხოვრება ვკითხულობდი. ერთი პერიოდი ბავშვობაში, შეზღუდვაც კი დამიწესეს, აი როგორც დღეს ბავშვებს კომპიუტერთან ჯდომისთვის გარკვეულ დროს უწესებენ, მეც ასე დამიწესეს გარკვეული დრო წიგნის კითხვისთვის, რადგან ფიქრობდნენ – გადაყვება ეს ბავში კითხვას, გააფრენსო.

არ დამითვლია, ალბათ ათასობით წიგნი  მაქვს წაკითხული, მაგრამ თუ წაკითხული არ გამოიყენე, კითხვას რა აზრი აქვს?

მე წიგნის გმირების ცხოვრებით ვცხოვრობდი, მათთან ერთად მტკიოდა, მათთან ერთად მიხაროდა, ყველას ტყავში ვასწრებდი ყოფნას საკუთარი ცხოვრება კი განზე მრჩებოდა. შემდეგ სამსახური, ხალხში გამოსვლა, და ჩემმა „განსწავლულობამ“ სუფრებზე იჩინა თავი და დაიწყო უკვე სხვა ფორმით საკუთარ თავზე ძალადობა.

დაბადების დღეების, ნათლობების, ქორწილების „შეუცვლელი“ თამადა მეორე უკიდურესობაში გადვვარდი და  სხვების ქორწილებით მცხოვრებს საკუთარი გადამავიწყდა.

და სწორედ ასეთ დროს მოხდა ჩემი „შეხვედრა“ ისეთ საოცარ ადამიანებთან როგორებიც არიან ორისონ სუეტ მარდენირობერტ კიოსაკი და ჯორჯ კლეისონი. მათმა წიგნებმა თავიდან შოკივით იმოქმედა ჩემზე, რადგან აღმოვაჩინე სულ სხვანაირი ხედვა სამყაროსი, ადამიანების, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების და  შემდეგ როცა გამოვერკვიე ამ შოკიდან, შეიძლება ითქვას მთელი თავით გადავეშვი ამ ახალ სამყაროში. და ჩემი ცხოვრებაც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა.

და ეს ყველაფერი მოხდა ძალზე ბუნებრივად, შეიძლება ითქვას ძალდაუტანებლად.

როცა პიროვნულად ვითარდები, შენ გეცვლება აზროვნება, დამოკიდებულება სამყაროსადმი, შენ თანდათანობით გადადიხარ სულ უფრო და უფრო სხვა დონენზე,  სადაც ყოველ მომდევნო საფეხურზე, მინიმუმ თითო მავნე ჩვევა გშორდება, იმიტომ, რომ იქ უბრალოდ არ არის მისი ადგილი.

ის თავიდან გებღაუჭება, ცდილობს, არ გაგიშვას, მაგრამ როცა დარწმუნდება, რომ შენ გაჩერებას არ აპირებ –  უკან არ გამოგყვება, თავს დაგანებებს. რადგან მისი ადგილი სწორედ აქ არის, ადამიანის განვითარების სწორედ ამ საფეხურზე და ამიტომ აქვე რჩება და სხვა „მხსვერპლს“ დაელოდება.

შენ კი იქ, მომდევნო საფეხურზე, სულ სხვა დონის ამოცანები და მათ შორის მავნე ჩვევებიც დაგხვდება, რომლებსაც სწორედ ასეთნაირად უნდა აუარო გვერდი. არ უნდა ებრძოლო, არ არის საჭირო და არცა აქვს აზრი. შენ უნდა განავითარო შენი ძლიერი მხარეები, შენი პიროვნება და ეცადო გადახვიდე კიდევ მომდევნო საფეხურზე და ა.შ.

მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი და მუდმივი, რადგან არ არსებობს პიროვნული ზრდის პროცესში რაიმე მაქსიმალური ზღვარი, ისევე როგორც არ არსებობს ე.წ. სულის მოთქმის პერიოდი.

ჩვენ შეიძლება ვიყოთ  მხოლოდ ორიდან ერთ – განვითარების ან დეგრადაციის სტადიაში.  არ არსებობს შუალედი მათ შორის. არ არსებობს ამ პროცესში მცნება „ერთ ადგილზე დგომა“ – ჩვენ ან წინ მივდივართ, ან უკან.

და თუ თქვენ მზად ხართ გადადგათ სერიოზული ნაბიჯი წინ, საკუთარი ოცნებებისა და წარმატებული ცხოვრებისაკენ, მაშინ მაქვს შესაძლებლობა გაცნობოთ სასიამოვნო სიახლე.

ერთ–ერთმა პირველმა ქართველმა კოუჩმა, წიგნის „301–ე მილიონერის“ ავტორმა, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა თამარ საგინაშვილმა, არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუმზადა პიროვნული ზრდითა და თვითგანვითარებით დაინტერესებულ ქართულ აუდიტორიას.

მისი მოწვევით,  თბილისში ჩამოდის ცნობილი უკრაინელი წარმატების ტრენერი,  კოუჩი, მულტიმილიონერთა ცნობილი საერთაშორისო კლუბის „Maverick 1000“ – ის წევრი, ლეგენდარული ჯეკ კენფილდის ყოფილი მოსწავლე და ამჟამად მისი კოლეგა – ნიკოლაი ლატანსკი და 2013 წლის 6–7 ივლისს გამართავს თავის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ტრანსფორმაციულ ტრენინგს „Прорив к успеху“.

ეს არის ტრენინგი, რომელსაც ლატანსკი ატარებს უკვე რამოდენიმე წელია მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაში და რომელმაც უკვე შეცვალა ათასობით ადამიანის უფერული ყოველდღიურობა წარმატებული, ბედნიერი, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე შინაარსიანი ცხოვრებით.

ახლა არის შანსი, ასეთივე სასიკეთო ცვლილებები მოხდეს თქვენს ცხოვრებაშიც და თქვენზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა მის გამოყენებას.

ხოლო, თუ თქვენ დაგაფიქრებთ ის, რომ ამ ტრენინგზე დასრწება გარკვეული თანხა ღირს, მაშინ გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ამერიკელი მულტიმილიონერის, ბიზნესკონსულტანტის, მარავალი ბესტსელერის ავტორის – რობერტ კიოსაკის შემდეგი სიტყვები:

«თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სწავლა ძვირი ღირს, მაშინ შეეცადეთ გაიგოთ, თუ რა ღირს უვიცობა»

ასე რომ, თუ თქვენ გინდათ გაარღვიოთ შინაგანი ბორკილები, გაწყვიტოთ ის თოკი, რომლითაც მიბმული ხართ ნორმალური ყოველდღიურობის ჩარჩოებს, მაშინ გადადგით ნაბიჯი, დღესვე, აქედანვე დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა და ნუ დაგენანებათ ამისთვის ნურც დრო, ნურც ენერგია და ნურც ხარჯები.

გისურვებთ წარმატებულ ინვესტიციებს საკუთარ თავში და გამარჯვებებით სიარულს წარმატებების გზაზე.

დროებით! მწვერვალზე შევხვდებით!

 

სიყვარულით და მადლიერებთ, ხვიჩა მებონია

 

 

14 комментариев ჩანაწერზე “შინაგანი ბორკილები – ანუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი თოკით დავაბათ უზარმაზარი სპილო”

  1. ნინო:

    Dge-game mshvidobisa, Xvicha!
    Rogorc yoveltvis, exlac sheudarebelia axali posti. Gmadlob aseti swori da gulitadi damokidebulebisatvis yovelmxriv da yvelas mimart. Martlac ra axlosaa es ambavi cxovrebiseul realobastan. Yvelaze metad ki is mawuxebs, rom umravlesoba am ,,charchoshi» edzebs komforts da verc ki warmoudgenia, rom namdvili komforti mxolod charchos garet miigweva. 
    Mixaria, rom am temas sheexe. Martalia, metad aqtualuria, tavisi masshtabit, magram samagierod misi mogvarebis berketebi xom tvit adamianis xeltaa. Modi visurvot, rom masam sheisminos sheni rcheva-darigeba da ertxel da samudamod gamovides am charchoebidan.
    Aqve minda madloba gadagixado Nikolastan dakavshirebuli infommaciisatvis, gaixare, gisurveb warmatebebs!

    • admin:

      უღრმესი მადლობა ნინო! შენ უკვე დიდი ხანია დაიწყე «ჩარჩოების» გარღვევა და დაწრმუნებული ვარ რომ წინ დიდი გამარჯვებები გელოდება! 🙂

      შევხვდებით ლატანსკისთან 🙂

  2. მარიკა:

    მადლობა, ხვიჩა. არაჩვეულებრივი პოსტია. შედარებაც ზუსტია. სპილოს საცოდაობით გული დამეწვა. როგორ გვჭირდება ადამიანებს ბორკილებისგან გათავისუფლება, თვითონაც არ ვიცით. ლატანსკის ტრენინგზე ჩემს შვილს ვაგზავნი. თუ აქ ვიქნები, მეც დიდი სიამოვნებით დავესწრები. 

    • admin:

      შესანიშნავია მარიკა! შვილისთვის ეს მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარია! ძალიან გამიხარდება თუ შენც შეძლებ დასწრებას 🙂

  3. «როცა პიროვნულად ვითარდები, შენ გეცვლება აზროვნება, დამოკიდებულება სამყაროსადმი, შენ თანდათანობით გადადიხარ სულ უფრო და უფრო სხვა დონენზე,  სადაც ყოველ მომდევნო საფეხურზე, მინიმუმ თითო მავნე ჩვევა გშორდება, იმიტომ, რომ იქ უბრალოდ არ არის მისი ადგილი.»


    ხვიჩა, შენ ამის ცოცხალი მაგალითი ხარ. თუნდაც ის რად ღირს, ტექსტში «ნაქებ» თამადობაზე რომ უარი თქვი :). ან პირველი წიგნი რომ დაწერე 🙂 ან… სად ჩამოვთვალო… შენ უკვე ბევრი ასეთი მწვერვალი დაიპყარი და ძალიან მაინტერესებს, ტექსტის ბოლოში რომ მოიხსენიე, იმ მწვერვალს რაღა ჰქვია? 🙂

    • admin:

      უღრმესი მადლობა ქეთევან! დიახ, საკმაოდ წინ წავიწიე და ეს მხოლოდ დასწყისია… შენ კი ამ გზაზე ერთ–ერთი არაჩვეულებრივი მეგზური ხარ, მთავარია მზე არ «ჩაგვიქრეს» 🙂

      რაც შეეხება ბოლოში მოხსენიებულ მწვერვალს, კონკრეტულად რომელიმე არ მიგულისხმია, იმიტომ რომ წინ უამრავი მწვერვალი მაქვს დასაპყრობი და რომელ მკითხველს რომელზე შევხვდები წინასწარ ხომ არ ვიცი 🙂

  4. ინგა:

    ხვიჩა, მაინტერესებს რა ღირს ტრეინინგზე დასწრება?

    • admin:

      $199, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სახის ფასდაკლებები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ ტრენინგის დასახელებას ტექსტში „Прорив к успеху“

  5. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    ორისონ სუეტ მარდენირობერტ კიოსაკი და ჯორჯ კლეისონი !!!  ორისონ სუეტ მარდენი, ჩემთვის დღეს აღმოჩენაა!!! მადლობა ამ სასარგებლო ინფორმაციისთვის!!!

    • admin:

      დიახ, ნიკოლოზ, ორისონ სუეტ მარდენი და მისი ნაშრომი: «უდიდესი საიდუმლო – აზროვნების წარმოუდგენელი ძალა» მართლაც დიდი აღმოჩენაა!

      უღრმესი მადლობა შენ, გამოხმაურებისთვის 🙂

  6. ნატალია ჩიქოვანი:

    საიტერესო პოსტია, როგორც ყოველთვის! ადამიანები ემპირიული არსებები ვართ და გამოცდილებაზე დაყრდნობით ვცხოვრობთ. სამწუხაროა , მაგრამ ბევრჯერ თავადაც ვყოფილვარ «თოკით დაბმული სპილო», ასეთი ტრენინგები, იმ ადამიანების გამოცდილბა ვინც უკვე გაწყვიტა თოკი, ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია.
           არსებობენ ლომები, რომლებიც მომთვინიერებლის პატარა ჯოხის ქვეშ შიშით თრთიან და წარმოდგენა არ აქვთ რომ უძლიერესი ცხოველები არიან; მაგრამ არიან ლომებიც რომლებიც გალიაში ბრდღვინავენ და ჯუნგლებზე ოცნებობენ….

    • admin:

      არაჩვეულებრივია!!!

      დიახ, ნატალია, პირველ რიგში სწორედ ასეთი მბრდღვინავი ლომებისთვისაა მსგავსი ტრენინგები ძალის მომცემი, რომ მათ შეძლონ გარღვევა იმ გალიისა, რომელიც თავისუფლებას აშორებთ 🙂

      გმადლობთ, რომ ასე საინტერესოდ ერთვებით ბლოგის ცხოვრებაში 🙂

  7. ლალი:

    საოცარი პოსტია,ხვიჩა.შენი არ იყოს,ბავშვობაში წიგნებს მიმალავდნენ,გაგაგიჟებს ამდენი კითხვაო.მიუხედავად იმისა,რომ განათლება მივიღე და წიგნის კითხვა და თვითგანვითარება არასოდეს შემიწყვეტია,ოჯახურმა ცხოვრებამ ძალიან შემაფერხა.ჩემი სამი ვაჟკაცი ჩემთვის ყველაფერია,მაგრამ გამუდმებით თან მდევს უკმაყოფილების გრძნობა,თითქოს სხვა მნიშვნელოვანი საქმეც მაქვს  გასაკეთებელი და ვერ ვაკეთებ.და თუ შენთვის ორისონ სუეტ მარდენის,რობერტ კიიოსაკის და ჯორჯ კლეისონის წიგნები იყო შოკისმომგვრელი,რომლებზეც მე ხელი არ მიმიწვდება,ჩემთვის იგივე ეფექტი ჰქონდა თამარ საგინაშვილის წიგნს.თითქოს მეძინა და გამოვფხიზლდი…მეგონა ბრძოლის დაწყება გვიანი იყო,მაგრამ თამარი მამხნევებს და იმედია,მეც შევძლებ ბორკილების დამსხვრევას.
    გისურვებ წარმატებებს…

    • admin:

      შესანიშნავია ლალი! 

      ის რაც გაწუხებს, ის უკმაყოფილების გრძნობა, რასაც განიცდი იმის ნიშანია, რომ შენი შინაგანი მე ვერ გუობს იმ ჩარჩოებს რომელშიც ახლა ხარ და ცდილობს მოახდინოს გარღვევა, რათა ემსახუროს იმ ჭეშმარიტად დიად მიზნებს, რისთვისაც ხარ სინამდვილეში მოწოდებული 🙂

      შენ პირველი ნაბიჯი უკვე გადაგიდგამს, ახლა მთავარია არ გაჩერდე! თამარი არაჩვეულებრივი ადამიანია და მისი დახმარებით ნამდვილად შეძლებ ბორკილების დამსხვრევას და გამარჯვებებით სვლას  წარმატების მწვერვალებისკენ!

      უღრმესი მადლობა რომ მესტუმრე და საკუთარი მოსაზრებებიც გაგვიზიარე… 🙂

      წარმატებებს გისურვებ!

       

დატოვეთ კომენტარი პოსტზე ნიკოლოზ ქავთარაძე