მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს და გისურვებთ რომ 2014 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული წელი თითოეული თქვენთაგანის, მთლიანად საქართველოს და სრულიად სამყაროსათვის!

განვლილი წელი უზარმაზარი სასიკეთო ცვლილებების წელი იყო პირადად ჩემთვის და უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ამ ცვლილებებში წვლილი მიუძღვის! უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ჩემო დიდი ხნის თუ ახალშეძენილო მეგობრებო იმ უდიდესი სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობდი თქვენგან და რომლის გარეშეც ეს ბლოგი ვერ იარსებებდა.
თქვენ ხართ ჩემი ყველაზე დიდი და უანგარო მასწავლებელები, ვინაიდან თქვენგან მე ვსწავლობდი ბევრად უფრო მეტს, ვიდრე შეიძლება თქვენ ჩემგან, თქვენთან ყოველი „შეხვედრის“ შედეგად მე ვხდებოდი ოდნავ მაინც უკეთესი ვიდრე ვიყავი მანამდე. ყველანი მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით!
გპირდებით, რომ მომავალი 2014 წელი იქნება დიდი გარღვევების წელი, რომელსაც მოვახდენთ ჩვენ, მე და თქვენ, ყველა ერთად საკუთარ ცნობიერებაში და შედეგად საკუთარ ცხოვრებაში.
დღეს კი ვასრულებ ჩემს წინა სტატიაში მიცემულ დაპირებას და გთავაზობთ ვიდეოინტერვიუს ფსიქოლოგ ანტონინა ლიტოვკასთან.
ვიდეოინტერვიუს სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=c18sWNRtjHA – ვოდეოინტერვიუ
ან დააკლიკეთ მაუსით ქვემოთმოცემულ სურათზე:
მათ, ვისაც ტექსტური ფორმატი უფრო მოსწონს, შეუძლია ინტერვიუს ტექსტური ვარიანტის ქართული თარგმანი გადმოწეროს ქვემოთ მითითებული შესაბამისი ბმულიდან.
http://yadi.sk/d/L6HjgHWQFG3kS – ტექსტური ვერსია
აქვე კიდევ ერთი სიურპრიზი მათთვის, ვისთვისაც რუსული ენა არ წარმოადგენს ბარიერს: ანტონინამ გადაწყვიტა ჩემი ბლოგის მკითხველებს აჩუქოს ორი ვებინარი თავისი ფასიანი პროგრამიდან: „საკუთარი ცხოვრების შემოქმედი“
ვებინარების გადმოწერა უფასოდ შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული სპეციალური ბმულის მეშვეობით.
ხოლო მათ, ვისაც არ გესმით რუსული, ბოდიშს გიხდით და გპირდებით, რომ მომავალი წლიდან აუცილებლად შემოგთავაზებთ აღნიშნულ საკითხებზე უფასო ვებინარებს მშობლიურ ენაზე.
საჩუქრები ანტონინასგან ჩემი ბლოგის მკითხველებს:
1. Как узнать чего хочешь и действовать с пользой для себя и своих желаний
2. Как мы сами закрываем себе дорогу к своим желаниям
პირველი საჩუქრის მისაღებად დააჭირეთ დასახელებას და ახალგახსნილ ფანჯარაში ნახავთ სპეციალურ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ვებინარის გადმოწერას უფასოდ.
ხოლო მეორე საჩუქრის მისაღებად, იმავე ბმულზე თქვენ უნდა შეავსოთ რამოდენიმე ველი დააჭიროთ ღილაკს „გაგრძელება“ და მოხვდებით ვებინარის გადმოსაწერ გვერდზე.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთა დახმარებითაც შეიქმნა ეს ვიდეოინტერვიუ:
ანტონინა ლიტოვკას ქართველ პარტნიორებს, წარმატების კლუბ „ინტერგენიას“ დამფუძნებლებს, არაჩვეულებრივ ქალბატონებს თამარ საგინაშვილს, ქეთი ჩიქოვანს და მარიკა ხალიანს, ტონიას საქართველოში მოწვევისა და ტრენინგების ორგანიზებისათვის,
ანტონინა ლიტოვკას, რომ დაგვთანხმდა ინტერვიუზე;
სერგეი ლიტოვკას, რომელმაც გადაიღო ვიდეოინტერვიუ;
მაიკო ხავთასს, რომელმაც გაახმოვანა ქართულად ტონია ლიტოვკა;
ტელეკომპანია ჯიხას კოლექტივს და კომპანიის დირექტორის ბატონ კახა კვარაცხელიას რომელთა ძალისხმევითაც გახდა შესაძლებელი ჩემისთანა მოყვარულის მიერ დასახიჩრებული ვიდეოს „მკვდრეთით აღდგენა“ და ქართული თარგმანის მონტაჟი;
და რა თქმა უნდა თქვენ, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, რომელთა გარეშეც ეს ბლოგი საერთოდ ვერ იარსებებდა!
უღრმესი მადლობა ყველას და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს!
შევხვდებით მწვერვალზე!













უღრმესი მადლობა და ახალ წელს გილოცავთ. :)))
იცოცხლე მაია! უღრმესი მადლობა! 🙂
საჩუქარიც ამას ქვია.მადლობა ხვიჩა.გილოცავ ახალ წელს და გისურვებ ულევ წარმატებებს.
გმადლობ ლალი! წარმატებები! 🙂
ხვიჩა, დიდი მადლობა საჩუქრისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ! გისურვებ წარმატებულ საქმიანობას და პირად ბედნიერებას!
უღრმესი მადლობა მარიკა! წარმატებები ჩემო არაჩვეულებრივო ადამიანო! 🙂
ვიდეოინტერვიუს ორიგინალი საიდან გადმოვწერო?
http://youtu.be/c18sWNRtjHA – ორიგინალი