მინაზე “აორთქლებული” სიყვარული

orni

 

ჩვენ ერთმანეთი გავიცანით 31 დეკემბერს… 

ჩემი ცხოვრება აქამდე იყო ისეთი უაზრო და აუტანელი, რომ ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „რისთვის ვცხოვრობ“?

სამსახური?– პრინციპში მე მომწონდა ის რასაც ვაკეთებდი.

ოჯახი? – მე ძალიან მინდოდა მყოლოდა ბავშვები, მაგრამ არ მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ ვიყავი დაქორწინებული.

ახლა კი ვხვდები, რომ მთელი ჩემი ცხოვრების აზრი იყო ამ შეხვედრის მოლოდინში.

მე არ მინდა მისი აღწერა დეტალებში. უფრო სწორად მე არ შემიძლია ამის გაკეთება ისე, რომ თქვენ შეძლოთ ჩასწვდეთ ჩემი გრძნობების ძალას და სიღრმეს… იმიტომ რომ თითოეული სიტყვა, თითოეული სტროფი ჩემი წერილისა გაჟღენთილია მისდამი ჩემი სიყვარულით.

მაშ ასე, ეს იყო 31 დეკემბერს…

ის არ მოსულა მარტო. ასე რომ ყოფილიყო მე არ მომერიდებოდა და პირდაპირ მივიდოდი მასთან, მაგრამ ის არ იყო მარტო. მის გვერდით ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო!

ისინი სულ რამოდენიმე კვირის გაცნობილები იყვნენ, მაგრამ ჩემი მეგობარი მისით აღტაცებული იყო. სულ მასზე გვიყვებოდა და აი, როგორც იქნა, მეც გავიცანი ის…

გახდა თორმეტი საათი და დაიწყო ხმაურიანი სადღერგძელოები…

მე მივედი ფანჯარასთან და როცა შევამჩნიე, რომ ჩემი ამონასუნთქისგან მინები დაიორთქლა, ზედ თითით მივაწერე „მიყვარხარ“.

შემდეგ მოვშორდი ფანჯარას და მინებზე ორთქლი რომ გაქრა, წარწერაც შეუმჩნეველი გახდა.

მაგიდასთნ დავუბრუნდი. ისევ სადღერგძელოები, მხიარულება.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ მივედი ფანჯარასთან და როცა ჩემი ამონასუნთქისგან მინები კვლავ დაიორთქლა,  ჩემი წარწერის ქვეშ გამოჩნდა ახალი მინაწერი: „შენი ვარ!“

მე სუნთქვა შემეკრა…

ნამდვილი სიყვარული როცა ჩნდება, ადამიანი მაშინვე გრძნობს მას. ყველაფერი, რაც ამ წუთამდე ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, იყო მხოლოდ სიზმარი. ჩემი ცხოვრება დაიწყო იმ საღამოს, ის იყო ჩემი პირველი დღე და მე მივხვდი, მის თვალებში ამოვიკითხე, რომ ეს დღე – პირველი იყო მის ცხოვრებაშიც!

2 იანვრიდან ჩვენ უკვე ერთად ვიყავით. გადავედით საცხოვრებლად სასტუმროში და ვაწყობდით სამომავლო გეგმებს.

ჩვენ ჩვევად გვექცა ერთმანეთისთვის მესიჯების მინებზე დატოვება. მე მივაწერდი: „შენ ჩემი სიზმარი ხარ…“ ის მპასუხობდა: „ოღონდ არ გაიღვიძო…“

ჩვენ ერთმანეტს ვუტოვებდით შეტყობინებებს მინებზე სასტუმროში, მანქანაში, მეგობრების სახლებში…

ასე გავატარეთ ერთად ორი ზღაპრული თვე…

შემდეგ მე უფალმა მიხმო…

ახლა მე მასთან მივდივარ მხოლოდ მაშინ, როცა ის დაიძინებს. ჩამოვჯდები მის საწოლთან და ვისუნთქავ მისი თმების სურნელს, ყურს ვუგდებ მისი გულის ძგერას…

მე არ ვტირი, იმიტომ რომ მკვდრები არ ტირიან, მაგრამ მე ვგრძნობ ტკივილს, არა ფიზიკურს, არამედ სულიერს. ჩემი დაღუპვიდან უკვე რვა წელია ის ახალ წელს მარტო ხვდება…

ყოველი ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე ის ჯდება ფანჯარასთან, ჩამოასხამს ჭიქაში შამპანურს და ტირის…

და კიდევ, მე ვიცი რომ ის აგრძელებს მესიჯების წერას ფანჯრის მინებზე. ყოველ დღე, მაგრამ მე არ შემიძლია მათი წაკითხვა, იმიტომ რომ ჩემი სუნთქვისგან მინები არ ორთქლდება…

გასული წელი იყო განსაკუთრებული. არ მინდა მოგიყვეთ იმქვეყნიური ცხოვრების ყველა დეტალი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე ერთჯერადად მომანიჭეს უნარი, მესუნთქა ჩვეულებრივი ადამიანივით, რათა წამეკითხა მისი მესიჯი, ოღონდ ამ უნარის გამოყენების შემეგ, მე მეტად ვეღარ შევძლებ მის ნახვას…

და  აი, მორიგი ახალი წლის წინა დღეს, როცა მან ფანჯარაზე მორიგი მესიჯი დატოვა და შუაღამის მოლოდინში დივანზე წამოწოლილს ჩათვლიმა, კვლავ ვესტუმრე.

ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი შეტყობინებას, მაგრამ ვიცოდი რა, რომ ამის შემდეგ მეტად ვეღარ ვნახავდი, დიდხანს ვიჯექი დივანთან და ვეალერსებოდი მის თმებს, ვისუნთქვადი მისი სხეულის არომატს, ფრთხილად და ნაზად ვკოცნიდი მის ხელებს…

შემდეგ მივედი ფანჯარასთან. ჩემი ამონასუნთქისგან მინები დაიორთქლა და მე დავინახე წარწერა: „გამიშვი, გთხოვ“…

ამ ახალი წლის ღამეს, 12 საათზე, როცა  ირგვლივ ყველას მხიარულება და სადღესაწაულო განწყობა მოიცავს, როცა მთელი სამყარო გაირინდება ახალი წლის პირველი წამის დადგომის მოლოდინში, ის კვლავ ჩამოასხმას ჭიქაში შამპანურს, აცრემლებული თვალებით მივა ფანჯარასთან და დაინახავს წარწერას: „გიშვებ!“

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

წყარო: Runet (უცნობი ავტორი). თარგმნა ხვიჩა მებონიამ.

 

 

14 комментариев ჩანაწერზე “მინაზე “აორთქლებული” სიყვარული”

  1. ძალიან ხშირად გამჩენია კითხვა საკუთარ თავთან — ჩემი საყვარელი ადამიანი რომ მომკვდარიყო (ჯვარი მწერია), შევძლებდი თუ არა სხვის შეყვარებას. დღემდე არ ვიცი «სწორი» პასუხი :).

    დედაჩემის (47 წლის ასაკში დაქვრივდა) და ჩემი ბებიების (ორივეს ომში, 27 წლის ასაკში, დაეღუპა ქმარი) გამოცდილება არანაირ ეჭვს არ მიტოვებს იმის შესახებ, რომ გენეტიკურად «სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს» მოდელისკენ ვარ მიდრეკილი :). მგონი, სელინჯერს აქვს სადღაც: ადამიანს ვერ გადაიყვარებ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოკვდაო… ყოველ შემთხვევაში, «წერილი ბოთლში» რომ ვნახე ახალგაზრდობაში, აშკარად მიცვალებულის მხარეს ვიყავი 😀

    თუმცა მათიც შესანიშნავად მესმის, «სიტუაციის გაშვებას» და ახალი ბედნიერების ძებნას რომ იწყებენ.
    ყველაფერი პიროვნების სულიერ მდგომარეობაზე, მოთხოვნილებებზე, ასაკსა და იმ გარემოებაზეა დამოკიდებული, განვითარების რა სტადიაზე შეწყდა ურთიერთობა… 

    • «ყველაფერი პიროვნების სულიერ მდგომარეობაზე, მოთხოვნილებებზე, ასაკსა და იმ გარემოებაზეა დამოკიდებული, განვითარების რა სტადიაზე შეწყდა ურთიერთობა…»
      სრულიად გეთანხმები ქეთევან! დიახ, ეს ასეა…
      უბრალოდ დავამატებდი, რომ მგონი მსგავს სიტუაციებში მთავარია არა იმდენად ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი, არამედ ის თუ რაზე იქნება ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული და როგორ აისახება მის შემდგომ ცხოვრებაზე… თუ იტანჯები, რა მნიშვნელობა აქვს რომელი გადაწყვეტილების შედეგად იტანჯები – «გაშვების,» თუ «არგაშვების…»
      ბევრი იტანჯება იმიტომ რომ უნდა «გაშვება» მაგრამ ამ «უნდას» ვერ ამხელს და გულში იმარხავს… ზოგი კიდევ უშვებს, მაგრამ მერე სინდისის ქენჯნას გრძნობს და ამისგან იტანჯება… ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები რჩებიან თავიანთი წარსულის მძევლებად და ამით ანგრევენ აწმყოს და სპობენ მომავლის პერსპექტივას…
      მოკლედ ძალზე რთული და მრავალმხრივი თემაა და უღრმესი მადლობა, რომ საინტერესოდ განავრცე! 🙂

  2. ირაკლი:

    ქალბატონო ქეთევან, ჩემი აზრით, »გამიშვი, გთხოვ..» არ ნიშნავს — აღარ მიყვარხარ…
    უბრალოდ ცხოვრება გრძელდება.
    ბატონ ხვიჩას დიდი მადლობა!

    • admin:

      უღრმესი მადლობა ირაკლი გამოხმაურებისთვის!

      მიხარია, რომ სწორად მიმიხვდით თუ რისი თმქა მინდოდა 🙂 იმაშიც მართალი ხართ, რომ «»გამიშვი, გთხოვ..» არ ნიშნავს — აღარ მიყვარხარს…» თუმცა ვინ ვინ და ქეთევან გოგიაშვილმა ეს ჩვენზე არანაკლებ კარგად იცის…  🙂 

      სხვათაშორის ქეთევანი არის ავტორი რამოდენიმე არაჩვეულებრივი წიგნისა, რომელთა შორის ერთ–ერთი სწორედ სიყვარულის თემაზეა: «12 სასწაულმოქმედი ფორმულა ვისაც სურს სიყვარულში უმართლებდეს»   

      მე პირადად ყველას ვურჩევ ამ შესანიშნავი წიგნის გაცნობას 🙂

      წარმატებები! კიდევ ერთხელ მადლობა… და ყოველთვის ინტერესით დაველოდები თქვენს სტუმრობას!

       

  3. ნინო:

    ვერ ვხვდები როდის მოასწრეს ერთმანეთს შეყვარება? ან ეს კაცი მკვდარი თუ არის ამ ნოველას ვინ წერს:D:D:D. ძალიან მომეწონა. ასეთი სიყვარულის უნარი სულით ლამაზ ადამიანებს შეუძლიათ ჩემი აზრით. 

    • admin:

      ეტყობა სწორედ ეს არის «ერთი ნახვით შეყვარება» ნინო 🙂

      და ეტყობა ისეთი ძალა აქვს ამ სიყვარულს, რომ მკვდარსაც კი აძლევს ძალას წეროს 🙂

      უღრმესი მადლობა, ძალიან სასიამოვნო მუხტი შემოიტანეთ და ძალიან გამახარებთ, თუ მომავალშიც ხშირად მესტუმრებით! 🙂

  4. ნიკოლოზ ქავთარაძე:

    ყოველი ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე ის ჯდება ფანჯარასთან, ჩამოასხამს ჭიქაში შამპანურს და ტირის…
    «დაგბურძგლავს» კაცს !! ))

    • admin:

      დიახ, ნიკოლოზ, მეც ასე «დამბურძგლა» თავიდანვე ამ ამბავმა 🙂

       

  5. ქალს წარმოსახვის ნაყოფი მგონია აქ მოთხრობილი ისტორია,სადამდეც შეგვიძლია ტანჯვა იქამდე ვიტანჯებით,შემდეგ კი ვხვდებით რომ ცხოვრება გრძელდება

    • admin:

      დიახ, ნინო, ცხოვრება გრძელდება და თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერი ახლა, აქ და ამჟამად, მაშინ არ უნდა ჩავრჩეთ წარსულში ვიცხოვროთ კიდევაც ახლა, აქ და ამჟამად…

      უღრმესი მადლობა, რომ მესტუმრეთ და საკუთარი აზრიც დააფიქსირეთ… 🙂

      P.S. ნინო, თქვენი სახელი, რომელიღაც ინტერნეტრესურსზე მიუთითებს, მაგრამ არ იხსნება…

    • ქეთი:

      არასდროს დამავიწყდება ერთი უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდას პასუხი «დრო მოვა და ეს ყველაფერი გადაგივლის»-თქო რომ ვუთხარი. მან კი მიპასუხა: -ყველას ჰგონია, რომ დრო მკურნალიაო, არადა ის არც კურნავს და არაფერს ცვლის, გარკვეული პერიოდი ალბათ ძვლამდეც ჩააღწევს ტკივილი და როცა უკვე მივხვდები, რომ მეტის ატანა სხეულს, გულს და სულსაც კი უჭირს, მერე ალბათ ამ მდგომარეობასთან შეჩვევას დავიწყებ და დრო რომ გავა ეს ტკივილი უკვე ჩემეული, შეჩვეული და ნორმალური მდგომარეობის გამომხატველი იქნება და კითხვაზე «როგორ ხარ?», უკვე ჩვეულებრივ გავცემ პასუხს, რომ კარგად, რადგან უკვე ის მდგომარეობა იქნება ჩემთვის კარგად ყოფნა, თორემ ტკივილს რა გაანელებსო…. დღემდე ისევ ისე სტკივა და ამბობს, რომ თავიდან უზომოდ უჭირდა, ახლა კი მიეჩვია და კარგადაა….. ამ პატარა ისტორიას რაც შეეხება კი…. საოცარი ემოცია მომიტანა… ჰო, სიკვდილი ნამდვილად ვერაფერი შვილია სიყვარულის გასანელებლად.. ..

  6. manana:

    სულის შემძვრელი ნაწერია. მეც მაქვს მაგალითები სიყვარულს, მოვალეობას შეწირული ახალგაზრდობისა ახლობელთა წრიდან, მაგრამ მგონი სჯობს «გაშვება» და ცხოვრების გაგრძელება.
    სიყვარული რჩება, მაგრამ მიცვალებულისადმი შეწირული პირადი ცხოვრება არ მიმაჩნია სწორად.
    ეს , რა თქმა უნდა ჩემი აზრია.

  7. mesmis rom dzaan dznelia…sashinelebaa roca warsulis da momavlis shoris xar …momxdars verc abruneb da verc win midixar…cxovreba xanmoklea, amitom warsuli unda gaushva tu ginda momavlis sheqmna…

დატოვეთ კომენტარი პოსტზე სოფია