ექო ჩვენს ცხოვრებაში

ექო ჩვენს ცხოვრებაშიერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბიჭმა წაიბორძიკა და დაეცა.    მან მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა:

– აააა!

თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა:

– აააა!

– ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა.

– ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ.

ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა:

– მშიშარა!

– მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ.

ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა:

– რა არის ეს?

მამამ გაიღიმა და უპასუხა:  

– შვილო, მოუსმინე – ის შებრუნდა მთებისკენ და დაიყვირა:

– შენ მშვენიერი ხარ!

– შენ მშვენიერი ხარ! – გაიმეორა მაშინვე ხმამ;

– მე შენ მიყვარხარ!

– მე შენ მიყვარხარ! – უპასუხა ისევ ხმამ.

ბიჭი გაოცებული იყო, მას ვერაფერი გაეგო.

– ადამიანები მას ექოს ვეძახით, სინამდვილეში კი ეს – ჩვენი ცხოვრებაა! – უთხრა მამამ.

შენ გპასუხობენ იმით, რაც გააკეთე ან თქვი. შენი ცხოვრება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია შენს მიერ ჩადენილი ქმედებებისა. თუ გინდა რომ მიიღო, ჯერ შენ უნდა გასცე!

თუ გინდა რომ გაგიღიმონ, ჯერ შენ უნდა გაუღიმო!

თუ გინდა რომ უყვარდეთ, ჯერ შენი გული უნდა აივსოს სიყვარულით!

ასეთი ურთიერთკავშირი არსებობს ყველაფერში ჩვენს ცხოვრებაში, ის ეხება თითოეულ მის  ასპექტს.

ცხოვრება გიბრუნებს ყველაფერს, რაც მას მიეცი!

შენი ცხოვრება – შენივე ანარეკლია!

 

სიყვარულით და პატივისცემით, ხვიჩა მებონია

P.S. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თქვენი ცხოვრება თქვენივე ანარეკლი? 

გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარების სახით.

ამასთანავე, გააკეთეთ კეთილი საქმე, გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს 

მეგობრებს, ქვემოთგანთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების 

მეშვეობით. !

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე 

24 комментария ჩანაწერზე “ექო ჩვენს ცხოვრებაში”

  1. მარიკა:

    sruli aqsiomaa, rac samcuxarod bevrs ar gaegeba.

    • admin:

      გეთანხმებით მარიკა! მეც იმ «ბევრის» რიგებში ვიყავი მთელი ცხოვრება და არც თუ ისე დიდი ხანია რაც  დამიდგა «გამოღვიძების ხანა» 🙂

      გმადლობთ! 

  2. ყველაზე მაგარი იგავია მათ შორის, რაც კი ოდესმე მომისმენია 🙂 მიყვარს ეს თემა…

  3. ეკა:

    ძალიან მომეწონა

  4. ძალიან კარგია.  იგავები ძალიან ადვილი დასამახსოვრებელია, მაგრამ დიდი აზრი დევს. მადლობთ ბატონო ხვიჩა.
     
    დავამატებდი ერთ  მოსაზრებას რომელიც რამოდენიმეგან ამოვიკითხე.
     
    «თუგინდა რომ მიზანს მიაღწიო, ჯერ სხვას უნდა დაეხმარო ამის გაკეთებაში»

    • admin:

      არაჩვეულებრივია დავით!

      ეს ფრაზა ძალიან მოუხდებოდა ამ იგავს. ავტორი რომ ვიყო აუცილებლად ჩავამატებდი! 🙂

      უღრმესი მადლობა! 

  5. ასი პროცენტით გეთანხმებით! მშვენიერია! დიდი მადლობა!

    • admin:

      მადლობა თქვენ გიორგი, რომ ხშირად სტუმრობთ აქაურობას. თქვენი, როგორც ერთ–ერთი წარმატებული ადამიანის მოსაზრებების მოსმენა, ძალზე სასარგებლო იქნება როგორც ბლოგის მკითხველებისთვის, ისე პირადად ჩემთვისაც!

  6. მარიკა:

    Xvicha, ra kargad gagigvidzia, pirdapir moqmedebaze gadaxvedi. ai me ki mgvidzavs didi xania, magram xandaxan iseti uenergio var, chemi tavi ver amitania. tumca minda tu ara, ragac umnishvnelovaness mainc vaketeb.
    es axali igavi samkaros kanonzomierebas gvichvenebs. amazea dafudznebuli transerfingi, dzalian saintereso teoria.
    samkaros informaciul velshi aris utvalavi varianti imisa, tu rogorebi unda viyot da rogor sheidzleba vicxovrot. aqedan gamomdinare, archevani chvenzea.
    chven tviton shegvidzlia shevqmnat chveni realoba jer sakutar warmodgenebshi. tu es warmodgenebi garkveuli energiit sheivseba, rezonansshi mova informaciuli velis shesabamis varianttan da isini realobad iqcevian. es aris bumerangis, tundac eqos principi.
    sheni ramdenime igavi am principit aixsneba.
     

    • admin:

      სწორად შენიშნეთ მარიკა, პირდაპირ მოქმედებაზე და თანაც ასე «პირდაპირ ეთერში» 🙂 

      დიახ,  ყველაფერი რაც კი ადამიანების მიერ რეალურად შექმნილა, ჯერ მათს წარმოდგენებში იბადებოდა, თავდაპირველად ოცნების სახით, შემდეგ ამ ოცნებიდან ფორმულირდებოდა კონკრეტულ მიზნად, რომელიც გარკვეული, თანმიმდევრული ქმედებებისა და ძალისხმევის შედეგად გარდაიქმნებოდა რეალურ  პროდუქტად…

      რაც შეეხება ტრანსერფიგს, მართლაც საინტერესო თეორია ჩანს (ისევე როგორც თავად ამ თეორიის ავტორი) 🙂  თუმცა ჯერჯერობით, სანამ კარგად არ შევისწავლი ამ თემას,  მეტს ვერაფერს გეტვით მასზე 🙂  

      უღრმესი მადლობა მარიკა,  თქვენი აქტიურობისა და არაჩვეულებრივი კომენტარებისათვის!

  7. მზია დოლიძე:

    ძალიან მომწონს,სრული ჭეშმარიტებაა.აუცილებლად უკან დაბრუნდება ნათქვამი თუ ნაფიქრი ან ქმედება.არ აქვს მნიშვნელობა რა დროს მოხდება,ადრე თუ გვიან,ჩვენ ვიღებთ დამსახურებისამებრ.

    • admin:

      გეთანხმებით მზია! ჩვენგან გაცემული,  ხშირ შემთხვევაში შეიძლება არა მაშინ, არა იმ ფორმით და არა იქიდან, როცა, როგორც და  საიდანაც ველოდით, მაგრამ აუცილებლად უკან გვიბრუნდება 🙂

      გმადლობთ, რომ ყოველთვის გამოხატავთ თქვენს მოსაზრებებს კომენტარებში და თანაც ძალზე საინტერესოდ!

  8. მე მომწონს ბუმერანგის პრინციპი რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს…ზოგჯერ თუ სილას გაგაწნავს, ზოგჯერ მალამოდ დაგეფინება….  ისეთ დროს წაგადგება შენგან გაცემული დადებითი ენერგია ფეხქვეშ რომ სამყარო გეცლება…. შენ თუ არა მას , ვინც ძალიან გიყვარს და გელამაზება, ამიტომაცუნდა გავცეთ მხოლოდ დადებითი არამარტო ჩვენს გამო…
    .ცხოვრება რომ ბუმერანგია…მართებულია

    • admin:

      გეთანხმებით  ნარმა!    ჩვენ ხშირად იმიტომ არ გვჯერა ექოს პრინციპის, რომ ცხოვრებაშიც ისევე დაუყოვნებლივ ველოდებით გამოძახილს, როგორც ეს უშუალოდ ექოს შემთხვევაში ხდება. არადა ყველაფერი სხვანაირადაა. არავინ იცის, როდის, სად და რანაირი ფორმით მივიღებთ ამ გამოძახილს 🙂

      გმადლობთ საინტერესო კომენტარისთვის! 🙂 

  9. ქეთი:

    ხვიჩა, შენს ბრწყინვალე წერის სტილს არ ღალატობ და საინტერესო თემა შემოგვთავაზე. ამიტომაც თუ მომავალში ოდნავ მაინც შევცვალე ჩემი ცხოვრება, ამაში შენი წვლილი დიდი იქნება.
    თუმცა  ვფიქრობ, რომ ცხოვრება იმაზე მკაცრია, ვიდრე ვიმსახურებთ. ბევრი საფიქრალი გამიჩინე, მაგრამ მაინც ჩემს აზრს ვერ ვერევი და იქნებ შენ ახსნა. ,,შენი ცხოვრება –შენივე ანარეკლია»–ო წერ, მაშინ რატომ არსებობს ასეთი გამონათქვამები: ,,ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული», ,,იღბლიანი» ან ,,უფლისგან რჩეული». ან თუნდაც ყველა ვყიდულობთ ლატარიის ბილეთებს, მაგრამ ერთეული იმარჯვებს. ვიღაც თორდინავა მილიონერი ხდება და ჩვენ არა. ვფიქრობ, ჩვენს ცხოვრებას ჩვენი მონდომების გარდა იღბალიც ჭირდება. არც მარტო ჩვენი გაღიმება და გულის სიყვარულით ავსება მგონია საკმარისი, თუ ჩვენც არ გაგვიღიმეს და არ შეგვიყვარეს. ცხოვრება ჩემს თავზე რთული მგონია და მიხარია, რომ შენისთანა ადამიანი მის შეცვლაში მეხმარება და თუნდაც ამ ლამაზი პოსტებით მილამაზებს. 🙂
     

    • admin:

      უღრმესი მადლობა ქეთი, ჯერ ერთი იმისთვის რომ საერთოდ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, როგორც არაჩვეულებრივი მეგობარი და  მერე კიდევ იმისთვის, რომ ამ ბლოგის მუდმივი სტუმარი და აქტიური მკითხველი ხარ! 🙂

      რაც შეეხება ლატარიაში ფულის მოგებას, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს ასეთი «გამართლება» სრულიადაც არ უზრუნველყოფს წარმატებას.

      მსოფლიოში ლატარიების გათამაშების შედეგად ‘გამილიონერებული» ადამიანების ბიოგრაფიების შესწავლამ გამოავლინა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა რამოდენიმე წელიწადში დაუბრუნდა იმავე ფინანსური მდგომარეობს, რომელშიც მილიონების მოგებამდე იყო, უფრო მეტიც, ზოგიერთები კიდევ უფრო უარეს სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ და მათთვის ეს «გამართლება» ერთგვარ წყევლად იქცა…

      მიზეზი? თუ ადამიანი თავისი მენტალიტეტით, აზროვნების ფორმით არ არის წარმატებაზე ორიენტირებული, მას ვერანაირი გამართლება ვერ უშველის და პირიქით, თუ შენ მთელი სულით და გულით, გონებით, ცხოვრების წესით მომართული ხარ წარმატებისთვის, მაშინ აუცილებლად «გაგიმართლებს», თუ გინდა ამას მაინცდამაინც ასე უწოდო 🙂

      ბოდო შეფერს აქვს ამაზე საინტერესოდ ნათქვამი: «ერთხელ უმართლებთ მხოლოდ სულელებს, ჭკვიანებს უმართლებთ ყოველთვის!» 🙂

      შეიძლება ეს ყველაფერი ახლა შენთვის ცოტა გაუგებარი იყოს, მაგრამ უბრალოდ ირწმუნე და თანდათან ის შეუცნობელიც გაგეხსნება მთელი თავისი დიდებულებით და მიხვდები რატომ ამბობდა სოკრატე: «ისეთი მშვენიერია, რისი შეცნობაც აქამდე მოვახერხე, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მშვენიერი იქნება ის, რაც ჯერ კიდევ შეუცნობელია!» 🙂

      გმადლობ!!! 

  10. ქეთი:

    ეს სწორედ ის არის, რისი მოსმენაც მინდოდა, მეც მადლობ! 🙂 შენ ცხოვრების შეცვლის იმედი დამიბრუნე… ოღონდ მართლა…  🙂
     

    • admin:

      იცოცხლე ქეთი! მე ეჭვიც არ მეპარება, რომ შენ ყველაფერი გამოგივა! 🙂  

      მწვერვალზე შევხვდებით! 😀 

  11. ნათია:

    მართლაც მშვენიერია! ცხოვრებაში არაფერი იკარგება 🙂
     

  12. ნინო ასაბაშვილი:

    Xvicha, gaixare, aseti mnishvnelovani temis shemotavazebisatvis! bumerangis principi genialurad axsna didma Shotam — ,,rasaca gascem shenia, ras ara, dakargulia!»-o, absoluturi cheshmaritebaa, 100%-it mushaobs. Dametanxmebit, ,,ras gavcemt»-ze mnishvnelovani aris is, tu ,,rogor gavcemt» da ufro mnishvnelovania ,,ra ganzraxvit gavcemt»,  anu yvelaferi im energiazea damokidebuli, romelsac vanichebt chvenive gzavnils — dadebiti energia siketit gvibrundeba, xolo uaryofiti — siborotit. Andazasac movishvelieb — ,,rasac datesav, imasve moimki»-o. Ai, magalitad: vtqvat adamians uecrad guli wauvida da sxva sashveli araa, unda shemovulawunot! -am shemtxvevashi chveni mizani misi gadarchenaa, anu chveni ganzraxva dadebiti energiis matarebelia. Aset dros gartymuli sila mistvis sasiketoa da sanacvlodac siketes unda movelodet, xolo tu umizezod an siborotit gavulawunebt silas vinmes, sanacvlodac mxolod usiamovnebas unda movelodet. Amave dros, arc siketes da arc borotebas ar unda movelodet igive adamianisagan, dametanxmebit, xshirad sruliad sapirispiro situaciasac sheizleba hqondes adgili. Ai, samyaro ki arasodes cdeba, araferi eshleba da araferi aviwydeba. Igi moqmedebs mistvis chveuli sizustit, ushecdomod da ganurchevlad, ise zustad gatvlil momentshi, rom gagaocebs da gangacvifrebs adamians. Am dros didebuli bumerangis principi tavistavad shegvaxsenebs-xolme tavs. Siketis bumerangebi ar mogklebodet, megobrebo!

  13. ნინო ასაბაშვილი:

    Wina komentaris tarigs exla davakvirdi, ramdeni dro gasula mas shemdeg, me ki exla momiwia gacnoba chemi udroobis gamo. Tumca araushavs, ,,sjobs gvian, vidre arasodes!»

  14. admin:

    სრულიად გეთანხმები ნინო! გაცემას აზრი მაშინ აქვს, როცა სიყვარულით გავცემთ…  შენ არაჩვეულებრივად ახსენი მთელი ეს პროცესი!

    ძალიან მიხარია, რომ შენისთანა შესანიშნავი, პოზიტიური ენერიით სავსე მეგობარი შევიძინე 🙂

    უღრმესი მადლობა!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე admin