ვიქნებოდი ასე 10-11 წლის, კარს დავეჯახე შუბლით…
კარის გაღება ვიცოდი უცნაურად, სწრაფი მოძრაობით შევაღებდი ისე თითოქოს შტურმით ვაპირებ შევარდნასო და თან ეგრევე შევყვებოდი მეც… ამის გამო ხშირად ვღებულობდი საყვედურს, იქნება მეორე მხარეს ვინმე დგას თავი უნდა გაუხეთქოო?…
ხოდა იმ დღეს, სახელური გამოუცვლიათ და ეტყობა უფრო მეტი დაწევა უნდოდა რომ გაღებულიყო თუ რა იყო არ მახსოვს ახლა ზუსტად, მოკლედ ინსტიქტურად, როგორც მიჩვუელივიყავი ისე ვეცი კარებს, მაგრამ არ გაიღო მე კი ინერციით ზედ შევასკდი შუბლით
ამ შემთხევავიდან რამოდენიმე თვეში მე და ჩემმა ბიძაშვილმა თოხებით “ვიფარიკავეთ” და მაშინაც კაი გვარიანი კოპი მივიღე შუბლზე…
მახოვს ბაბუაჩემმა როცა ეს გაიგო თქვა: “თავზე მუდამ კოპი იმას უჩნდება ვისაც თავი არა აქვსო”…
მაშინ ეს იმდენად აბსურდულად მომეჩვენა რომ ერთი კი გავიფიქრე ბაბუამ როგორ თქვა ეგეთი სისულელე თქო, მაგრამ მალევე გადამავიწყდა. და გამხსენდა წლების შემდეგ , 2013 წელს იმ ტრავმის მიღებისას რამოდენიმე დღის წინ რომ მოვყევი აქ
ხოდა ჩემს ფბ-ზე დავწერე ეს ციტატა და თან მივაწერე რომ ბაბუაჩემის სიტყვები იყო… ერთმა ორმა მომწერა რა ჭკვიანი ბაბაუა გყოლია და ამით მორჩა თუ არ გავითვალისწინებთ ზრდილობის გამო დაწერილ რმოდენიმე ლაიკს და სმილიკებიან კომენტარს..
ერთი თვის მერე ისევ დავდე იგივე სიტყვები ოღონდ ამჯერად ავტორად მივაწერე ჩარლი ჩაპლინი
ერთ საათში ასობით გაზიარება და ლაიკი ჰქონდა… და კომენტარები კი: “რამხელა სიბრძნე დევს ამ ერთი წინადადებაში”; “ბუმბერაზი ადამიანის გენიალური სიტყვები” და ასე შემდეგ
ესეც ასე… მიდი ახლა და ამტკიცე რომ ეს სიტყვები ჩარლის კი არა ბაბუაჩემისაა…
P.S. მახსოვს ბაბუამ ერთხელ სადღერგძელოებით განათლებამიღებული თაობა გვიწოდა.. დღეს რომ ცოცხალი იყოს ალბათ გვეტყოდა: “ციტატებით განათლებამიღებულებიო”
P.P.S. დესერტად ბარემ ნამდვილად ჩარლის ნათქვამს ციტატას მოვიყვან: “ის, ვინც არასდროს ყოფილა ბავში, ვერასდროს გახდება ზრდასრული”
გაიღიმეთ ბატონებო და ქალბატონებო, ცხოვრება მშვენიერია… თუნდაც კოპებით
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია