1. ადრე მე ვამბობდი: „იმედია ყველაფერი შეიცვლება“. შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს ერთადერთი საშუალება ყველაფრის შეცვლისა – შევიცვალო მე თვითონ.
© ჯიმ რონი
2. წარუმატებლობა – ეს არის შესაძლებლობა დაიწყო ყველაფერი თავიდან, ოღონდ უფრო ჭკვიანურად.
© ჰენრი ფორდი
3. თუ პრობლემის გადაჭრა შეიძლება, არ ღირს მასზე ნერვიულობა, ხოლო თუ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, მაშინ მასზე ნერვიულობას აზრი არა აქვს.
© დალაი ლამა
4. რაც არ უნდა ტალანტიერი და მონდომებული იყოთ, ხანდახან, ზოგიერთი შედეგის მისაღებად, აუცილებელია გარკვეული დრო. თქვენ ვერ გააჩენთ ბავშვს ერთ თვეში, თუნდაც ერთდროულად ცხრა ქალი დააფეხმძიმოთ.
© უორენ ბაფეტი
5. ცხოვრებაში ერთხელ ფორტუნა აკაკუნებს ყველა ადამიანის კარზე, მაგრამ, ის ამდროს, როგორც წესი, ზის სადმე ლუდის ბარში და კაკუნი არ ესმის.
© მარკ ტვენი
6. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ ძალზე სწრაფად ვნებდებით მარცხს. ყველაზე მართებული გზა წარმატებისკენ კი არის – ყოველთვის მოსინჯო კიდევ ერთხელ.
© თომას ედისონი
7. პირადად მე, ძალიან მიყვარს მარწყვი, მაგრამ თევზს, რატომღაც ჭია ურჩევნია. ამიტომ, როცა სათევზაოდ მივდივარ, მე ვფიქრობ არა იმაზე, რაც მე მიყვარს, არამედ იმაზე, რაც მოსწონს თევზს.
© დეილ კარნეგი
8. დილით რომ გაიღვიძებ, ჰკითხე შენს თავს – რა უნდა გავაკეთო? საღამოს ძილის წინ კი – რა გავაკეთე?
© პითაგორა
9. ღარიბი, უიღბლო, უბედური და ავადმყოფი ის ადამიანია, ვინც ხშირად იყენებს სიტყვას „ხვალ“.
© რობერტ კიოსაკი
10. ჩვენი ცხოვრება ცალმხრივ მოძრაობას გავს, სადაც მთავარია არ გასცდე შენს მოსახვევს, ვინაიდან უკან ვერ დაბრუნდები.
© ჩერჩილი
11. მე ეს მინდა. ესე იგი ეს იქნება.
© ჰენრი ფორდი
12. მე არ განმიცდია არც ერთი მარცხი. მე უბრალოდ აღმოვაჩინე 10 000 მეთოდი, რომელიც არ მუშაობდა.
© თომას ედისონი
13. მძიმე შრომა – ეს არის დაგროვებული მცირე საქმეები, რომლებიც არ გავაკეთეთ თავის დროზე.
© ჯონ მაქსველი
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
Gmadlob, Xvicha, gmadlob da gmadlob! Es citatebi, ufro sworad, matshi gadmocemuli azrebi cxovrebiseuli aqsiomebia, romlebic adamianis mxridan mtkicebas ki ara, cxovrebashi gamoyenebas sachiroeben.
მადლობა შენ ნინო, რომ ჩემი ხშირი სტუმარი ხარ და საკუთარ მოსაზრებებსაც ყოველთვის გვიზიარებ! 🙂
წარმატებულ ადამიანთა ციტატები და საერთოდ მათი უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება, მართლაც რომ მნიშვნელოვანი საგანძურია. მთავარაია ჩვენ შევძლოთ მათი სათანადოდ გამოყენება 😉
რაც არ უნდა ტალანტიერი და მონდომებული იყოთ, ხანდახან, ზოგიერთი შედეგის მისაღებად, აუცილებელია გარკვეული დრო. თქვენ ვერ გააჩენთ ბავშვს ერთ თვეში, თუნდაც ერთდროულად ცხრა ქალი დააფეხმძიმოთ. !!! შესანიშნავი სიტყვებია !!!
გმადლობთ! საინტერესო ციტატებია.
მადლობა თქვენ ვახტანგ! წარმატებები! 🙂
დიდი მადლობა, ორი კვირაა რეორგანიზაციის შედეგად სახლში ვზივარ, ამ ყოველივეს წაკითხვის შემდეგ იმედი გამიჩნდა, ნამდვილად აღარ ვინერვიულებ… კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
წარმატებები ქეთი! მიხარია რომ დანებებას არ აპირებთ 🙂
შევხვდებით მწვერვალზე!
გმადლობთ ასეთი საინტერესო სტატიებისათვის. შეძლებისდაგვარად, ყველას ვკითხულობ და ძალიან მეხმარება. თავად სკოლაში ვმუშაობ და ხშირად ვიყენებ ზოგ მათგანს.
დღევანდელი ციტატებიდან კი გამოვყოფდი 2-6-7-9-12-13. ესენი უფრო შთამბეჭდავია …
მადლობა გამოხმაურებისთვის,მადლირებისთვის <3