რა არის პრობლემა – წინააღმდეგობა თუ შესაძლებლობა?

პიროვნული–განვითარება

იაპონელები უძველესი დროიდან მისდევენ თევზჭერას. ოდითგანვე თევზი მათი ყველაზე საყვარელი კერძი, ხოლო თევზჭერა ყველაზე სარფიანი საქმე იყო, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო ძნელი იყო თევზის მოპოვება სანაპიროს სიახლოვეს და მეთევზეებს თანდათანობით სულ უფრო და უფრო შორს უწევდათ ოკეანეში შესვლა. 

Read more

ბრტყელი დედამიწა

pirovnuli-ganvitareba

მე–19 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მწერალმა ედვინ ებოტმა დაწერა ფანტასტიკური ჟანრის რომანი „ბრტყელი დედამიწა“. მასში მოთხრობილია ქვეყანაზე სადაც  არსებობდა მხოლოდ ორი განზომილება: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ.   იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ბრტყელი ფიგურები, სამკუთხედები, ოთკუთხედები, წრეწირები და ა.შ. ისინი მოძრაობდნენ მხოლოდ ორი მიმართულებით: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ. აქ კატეგორიულად იყო აკრძალული საუბარი მესამე … Read more

წარმატებისა და ბედნიერების ძებნაში…

pirovnuli-ganvitareba

რუბრიკა: საავტორო სტატიები

“მან გადაწყვიტა ეპოვა მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი, რათა გადაეცა ის ადამიანებისთვის და ამ მიზნით გაემგზავრა ხანგრძლივ მოგზაურობაში.  

Read more

მოქმედების ძალა, ანუ – ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

პიროვნული–განვითარება

“მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ. პირველ რიგში, შთაბეჭდილების მოსახდენად,  ვიზრუნე საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ ეფექტურ ფორმაში მყოფი წარვსდექი ადამიანების წინაშე, მაგრამ ისინი არ გამომყვნენ. მე დავეწაფე წიგნებს და გავხდი ძალიან განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანები ჭკვიანებს არ მიყვებიან. მე … Read more

მოგზაურობა იწყება!

პიროვნული–განვითარება

ერთი ჭეშმარიტების მაძიებელი გზაზე გადააწყდა ლოდს, რომელზეც ეწერა:

“გადააბრუნე და გაიგებ ახალს.” 

მოგზაურმა ბევრი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, გადააბრუნა ლოდი და ნახა წარწერა:

“რისთვის ეძებ ახალ ცოდნას, თუ იმასაც არ აქცევ ყურადღებას, რაც უკვე იცი

 და საერთოდ რად გინდა ცოდნა, თუ იმას რაც იცი, მოქმედებად არ აქცევ?!”

ძალიან მიყვარს წიგნები. მთელი ცხოვრება ვკითხულობდი. დღისით თუ ღამით, სახლში თუ ქუჩაში, ლამპის შუქზე და მთვარის შუქზეც, ვკითხულობდი მთელი არსებით, ვცხოვრობდი ამ წიგნებში, მიყვარდა, მძულდა, ვეჭვიანობდი და ვიბრძოდი, ვეძებდი ფათერაკებს ჩემს საყვარელ გმირებთან ერთად და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში…

და აი  ერთხელ, მორიგი წიგნის წაკითხვის შემდეგ, დაფიქრებულმა იმაზე, თუ ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრებისეული  მისია და რამდენად შევძელი მისი განხორციელება, გავაცნობიერე, რომ თითქმის ოთხ ათეულ წელს მიღწეული კაცი, ჯერ ისევ ზღაპარში ვცხოვრობდი, რომ მთელი ცხოვრება კი არ ვქმნიდი, რისთვისაც არის მოწოდებული  ადამიანი ზოგადად, არამედ, ვოცნებობდი  და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა შემექმნა,  ვაწყობდი გეგმებს,  ვემზადებოდი,  მაგრამ რეალურად ღირებული არაფერი გამიკეთებია…

მაშინ მივხვდი, რომ მართალია წიგნის კითხვა და სწავლა–განათლება აუცილებელია, მაგრამ გააჩნია რას და როგორ ვსწავლობთ და რაც მთავარია როგორ ვიყენებთ ნასწავლს, რომ წარმატებას აღწევენ არა ის ადამიანები, ვინც მუდმივად და  ბევრს სწავლობენ, არამედ ისინი ვინც ეფექტურად იყენებენ  იმ ცოდნას რაც გააჩნიათ…    

Read more