სამყარო – ჩემი ანარეკლი

ერთხელ, ქუჩაში მივდიოდი და თითქოს ყველაფერი გაჩერდა. იმ წამს მივხვდი რომ ეს მე ვიყავი. ეს მე შევქმენი ასეთი სამყარო, რომელსაც მთელი ცხოვრება გავურბოდი. ეს ყველაფერი კი შევქმენი ჩემი გონებით. ჩემი ყველა რესურსით რაზეც კი ხელი მიმიწვდებიდა, ყველაფერზე მივდიოდი და არაფერი მაშინებდა.

ასევე მივხვდი, რომ სამყარო იყო ჩემი ნაწილი და არა მხოლოდ მე ვიყავი მისი ნაწილი. ჩვენ ორნი ვიყავით და სხვა არავინ.

არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მივხვდი – რაც კი ცუდი არსებობდა, ჩემი ბრალი იყო და რაც კარგი და საამაყო – ისიც ასევე მე მეკუთვნოდა.

მე ვიყავი ქუჩის გადაღმა მდგარი მათხოვარი და ასევე მისი შემწირველი.

მე ვიყავი კარგიც და ცუდიც, კეთილიც და ბოროტიც. ეს მე ვიყავი ადამიანი. არ ვიცი რა დამემართა, მე ხომ ადამიანი ვარ. რა მნიშვნელობა აქვს მერამდენე ან რომელი სქესის, ანდა რომელი რელიგიის? ეს მე ვიყავი ყველა ამ ქვეყნად მყოფი და ყველა ისტორია მე მეკუთვნოდა.

ზუსტად ზემოთ აღნიშნულ წამს მთელი ჩემი გონება მოვიარე და გარეშე სამყარო ზუსტი ანარეკლი იყო შიგნითასი.

თქვენც, თუ ადამიანი ხართ და ამას კითხულობთ, კარგად დაფიქრდით ვინ არის ამ პლანეტაზე ყველაზე გავლენიანი არსება და ვის ეკისრება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა.

თუ სადმე რამე ბოროტება ხდება, ჩათვალეთ რომ ეს ჩვენი ფიქრი და ემოცია იყო. თუ ვინმე დაჭრეს ან სცემეს, გინდაც სასტიკად გაუსწორდნენ – ესეც ჩვენი ცხოველური და დაუნდობელი ბუნების გამოვლინება იყო. თუ სადმე სიყვარული არსებობს, დაე მარად იარსებოს…

ვინ ვართ ჩვენ? რათქმაუნდა ადამიანები. დიახ ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ ყველაზე კაი ტიპები ვართ. ეს ნიშნავს ვიყოთ არსებები რომლებსაც სადღაც შიგნით სიცარიელე აქვთ, ოღონდ არ ვიცით სად… და თუ სიმართლე გაინტერესებთ, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი ისევ ჩვენ თვითონ ვართ, როგორც კაცობრიობაში ისე პერსონალურად.

იმაზეც შევთანხმდეთ, რომ სრულყოფილები არ ვართ და ჩვენი უსამართლო, არაზუსტი და არაწორი საზომის ერთეულები გვაქვს, რომლებიც არა ინდივიდუალური გათვლით, არამედ ზოგადი საცერივითაა. ხომ გაგიგიათ ფქვილი საცერით იცრებაო (პრინციპში, ეს მე მოვიგონე ახლა 🙂 ).

მე ფსიქოლოგი არ ვარ, უბრალო ბიჭი ვარ, უბრალო მოკვდავი არსაიდან მოსული. უბრალოდ ვწერ და ჩემს აზრს გიზიარებთ. ყველამ ჩვენი წილი პასუხუსმგებლობა რომ ავიღოთ დამიჯერეთ უკეთ იქნება ყველაფერი. და ბოლოს, დაიხსომეთ ამ პლანეტაზე ყოველი შეცდომა ფული, ჯანმრთელობა ან ცხოვრება ღირს!

გისურვებთ ულევ ბედნიერებას!

ავტორი: Tomas koch/თომას კოხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.